საქართველოში 14 ახალი სოციალური საწარმო შეიქმნება
ქუთაისში „სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება. ევროკავშირის მიერ დაფინასებული სამწლიანი პროექტი ხორციელდება ერთობლივად, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების, ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის და არბაიტერ სამარიტერ ბუნდი საქართველოს მიერ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ პარტნიორობით.
პროექტი დღეს მეწარმებს, არასამთავრობო სექტორსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს წარუდგინეს.
საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის, სოციაური მეწარმეობის პროექტის მენეჯერის, სალომე ხუციშვილის განცხადებით, პროექტის მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია.
„სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია, სფეროს განვითარების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება. სოციალური მეწარმეობა - ბიზნესი სოციალური მისიით- ქვეყანაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სოციალური მეწარმეები ინოვაციური მიდგომებით და ბიზნეს სტრატეგიებით აგვარებენ საზოგადოების წინაშე არსებულ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს",–განაცხადა სალომე ხუციშვილმა.
პროექტის ფარგლებში გამოცხადდება კონკურსი და შერჩეული ბიზნესიდეებიდან შეიმნება და დაფინანსდება 14 ახალი სოციალური საწარმო საქართველოს მასშტაბით. მომზადდება 45 ბიზნესგეგმა სოციალური საწარმოს იდეის ავტორებისა და ექსპერტთა გუნდის ერთობლივი მუშაობის და სწავლების პროცესის საფუძველზე.
თითო საწარმო მაქსიმუმ 8 000 ევროთი დაფინასდება. არ არის განსაზღვრული პრიორიტეტები აქცენტები სხვადასხვა სფეროზე გაკეთდება.
არსებული სოციალური საწარმოების გამართულად ფუნქციონირების, დამწყებთა მოტივირებისა და ზოგადად, ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის განვითარების მიზნით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობის გაღრმავება სახელმწიფო სტურქტურებთან სოციალურ საწარმოთა ხელშეწყობის მექანიზმების განვითარებასა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამშრომლობას ბიზესსექტორთან, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სოციალური საწარმოებისთვის ხელმისაწვდომი და მდგრადი დაფინანსება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















