|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში 5 ივლისამდე უნალექო ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 2 ივლისიდან გამოიდარებს და შედარებით დათბება.

 1 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და ბარში +21,+26 გრადუსია მოსალოდნელი. 2 ივლისადან გამოიდარებს, ქარი ჩადგება და +28, +33 გრადუსამდე დათბება.

 თბილისში 5 ივლისამდე უნალექო ამინდი იქნება. 1 ივლისს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1 ივლისს +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 ივლისიდან +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა