|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 22 თებერვალს საქართველოში ამინდი გაუარესდება. უმეტეს რაიონებში იწვიმებს, მთიან და მაღალმთიან რაიონებში ითოვებს და მოსალოდნელია ქარბუქები. ასევე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარი გაძლიერდება. ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება.  22 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობშიც დაიწევს და დღისით 5-10 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში ბარში – 7-12 გრადუსის ფარგლებში. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ღამით ყინვა -2:+3 გრადუსი დაფიქსირდება, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ტემპერატურა 0;+5 გრადუსი იქნება.  23 თებერვალს შედარებით უკეთესი ამინდია მოსალოდნელი.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი