|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით, 14 მარტს, დღის ბოლოს, საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

 15-17 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი.

15 მარტს შესაძლებელია ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში კი ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +6, +11 გრადუსი იქნება.

18– 19 მარტს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ღამის სათებში შესაძლებელია დაფიქსირდეს ჰაერის ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობები. 20 მარტიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი