საქართველოში ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული დაწესდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალი დღესასწაული - ყოვლათწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე დაწესდება - ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობა პარლამენტს ახალი დღესასწაულის დასამტკიცებლად დაჩქარებული წესით მიმართავს.
“დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატივას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე დადგინდეს ყოვლათწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული”, – თქვა მამუკა ბახტაძემ.
netgazeti.ge
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















