საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევიდან ხუთის წყარო უცნობია
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი 29 შემთხვევიდან, 2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 5 შემთხვევის წყარო უცნობია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერია, 1 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთი), 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 შემთხვევა ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1650 გახდა. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 1310-ს შეადგენს.
ავტორი: ნიუპრესი




13:23
13:14
12:10
16:38
16:37
















