|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში კოვიდ 19-ით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა

1-ელი ივლისის მდგომარეობით, კორონავირუსით 153 სამედიცინო პერსონალი გარდაიცვალა. ამის შესახებ კოვიდ 19-თან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

მონაცემების თანახმად, სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ინფიცირებულ ქალებში ლეტალობამ 0.4%, ხოლო კაცებში - 1.4% შეადგინა.

ამასთან, აღნიშნულია, რომ სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებები აღინიშნა 53 ლეტალურ შემთხვევაში (34.6%), მათ შორის უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდა. გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები.

interpressnews.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა