|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 42 ათასი ადამიანით გაიზარდა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 42 ათასი ადამიანით გაიზარდა. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს საარსებო შემწეობას 664 278 ადამიანი იღებს, 7 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2021 წლის ივლისში სახელმწიფო  622 266 ადამიანს უწევდა დახმარებას.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში 73 443-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც თვლის, რომ ღარიბია და ფულად დახმარებას საჭიროებს.

კერძოდ, თუ 2021 წლის ივლისში მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრირებული იყო 1 059 442 ადამიანი, 2022 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 1 132 885 -მდე გაიზარდა. 

 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა