|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში თბილი ამინდი 24 მარტის ჩათვლით შენარჩუნდება

საქართველოს მასშტაბით 24 მარტის ჩათვლით თბილი ამინდია მოსალოდნელი.   22 მარტიდან 24 მარტის ჩათვლით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ, თუმცა, 21 მარტს, შესაძლოა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოყინოს.

22 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდია. რაც შეეხება 23 მარტს, ზოგან მოსალოდნელია წვიმა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.  ამაღამ, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია -1, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -5 გრადუსი. რაც შეეხება შემდგომ ღამეებს ყინვები ნაკლებად არის მოსალოდნელია.

22 მარტს, დღისით დასავლეთ საქართველოში 10-15 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი. აღმოსავლეთში 11-16 გრადუსი.  23 მარტს როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში კიდევ უფრო დათბება. თბილი ამინდები 24 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი