საქართველოში წელს 17 719 ბავშვი დაიბადა
საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 17 719 ბავშვი შეადგინა, - ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აცრცელებს.
მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გაცილებით მეტი, 22 718 ადამიანი გარდაიცვალა.
„2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა.
ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296). 2025 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 925 და განქორწინების 6 456 შემთხვევა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: