|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქმე ერთ-ერთი თანამშრომელზე შეცდომით დარიცხულ 214 ლარს ეხება"

ქუთაისის მერიის ააიპი "მადლიერების სახლის" ირგვლივ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ მერია თამთა ბაკურაძის კომენტარს ავრცელებს.

",,ა(ა)იპ მადლიერების სახლთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ფინანსურ გარღვევას ჰქონდა ადგილი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქმე ეხება ერთ-ერთი თანამშრომელზე შეცდომით დარიცხულ თანხას, რომელიც 214 ლარს შეადგენს და მიღებული ზომების შედეგად აღნიშნული თანხა უკან დაბრუნდა მიმდინარე წლის ივნისის თვეში.

ქუთაისის მერიისთვის ჯერ არ მოუმართავს არც ერთ სამართალდამცავ ორგანოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ისევე როგორც არც მადლიერების სახლის წარმომადგენლებისათვის. გამოძიება დაწყებულია არა პირადად თამთა ბაკურაძის მიმართ, არამედ ფაქტზე, თუმცა, ჩვენ არ მიგვიღია არანაირი ოფიციალური შეტყობინება.

ქალბატონი მაგული გიორგაძე ჯერ კიდევ მაისის თვეში ამბობდა, რომ ა(ა)იპ მადლიერების სახლის ხელმძღვანელის თამთა ბაკურაძის წინააღმდეგ, პროკურატურამ აღძრა საქმე, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ დადასტურდა. სამწუხაროა, რომ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული თანამშრომლები, მსგავსი ტიპის აქტივობით ცდილობენ ყურადღების მიქცევას საკუთარი პერსონების მიმართ. რეორგანიზაცია განხორციელდა კანონის ყველა მოთხოვნათა დაცვით და დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლოც იგივეს დაადასტურებს, ისევე როგორც გამოძიების შედეგად დადასტურდება ყოველგვარი შესაძლო გადაცდომის არ არსებობა,"-განაცხადა ქუთაისის ა(ა)იპ მადლიერების სახლის ხელმძღვანელმა თამთა ბაკურაძემ.

 შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის  ააიპ "მადლიერების სახლის" დირექტორის თამთა ბაკურაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე  აღძრული. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა