ტყიბულში, შესაძლოა, შახტების კონსერვაცია მოხდეს
ტყიბულში აქციები დილიდან განახლდა. აქციის მონაწილეთა რაოდენობა იზრდება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანია იძულებულია, დაიწყოს ერთ-ერთი უბნის საკონსერვაციო სამუშაოები.
ჰოლდინგ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ფინანსური დირექტორის, ზურაბ გელენიძის განცხადებით, კომპანია აკეთებს იმას, რაც ობიექტური მდგომარეობით არის ნაკარნახევი. აქედან გამომდინარე, საჭიროდ მიაჩნიათ, შახტების კონსერვაცია: "იმის გამო, რომ შახტა პარალიზებულია და სრულად ვერ ფუნქციონირებს, გვაქვს ააალების, ხანძრის საშიშროება, რაც ეტაპობრივად გარკვეული უბნების დახურვას, კონსერვაციას და გარკვეული სამუშაოების გატარებას მოითხოვს. ამას გარდა არსებობს მთელი რიგი კომერციული სირთულეებიც. მოგეხსენებათ, შახტა არ ფუნქციონირებს, ვერ ვაწვდით პროდუქციას და ფინანსურ ზარალს ვიღებთ. ის მოცულობა რომელიც უნდა მოგვეწოდებინა ჩვენი მყიდველისათვის, ფაქტიურად ამოვარდა საწარმოო გეგმიდან",- აცხადებს ზურაბ გელენიძე.
ფინანსური დირექტორის ამ განცხადებას პროვოკაციად აფასებენ მეშახტეები. გაფიცულები ხელისუფლებას მოუწოდებენ ჩაერთონ პროცესებში. აქცია დღესაც გამგეობის შენობასთან გაიმართება.
გაფიცულები დღეს ტყიბულში მაჟორიტარი დეპუტატის ელისო ჩაფიძის ჩასვლას ელოდებიან.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















