სასაფლაოზე მიწის შესყვიდვა ელექტრონულად მოხდება
ქუთაისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა - პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს რიგით მე-14 სხდომაზე იმსჯელეს. ცვლილების შედეგად სასაფლაოს ადგილების გაყიდვა ამიერიდან ელექტრონულად მოხდება. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე და აღნიშნა, რომ, პირველ რიგში, სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები უნდა მოწესრიგდეს.
"სასაფლაობზე მისასვლელი გზები ჩახერგილი და მოუწესრიგებელია. აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. ვფიქრობ, პირველ რიგში, გზების მოწესრიგება უნდა დავიწყოთ, რომ შევძლოთ სასაფლაომდე მისვლა და შემდეგ მივხედოთ სხვა ცვლილებებს",- განაცხადა ქათამაძემ.
ქათამაძის განცხადებას გამოეხმარა ქალაქის მერი შოთა მურღულია დ განმარტა, რომ გზების მოწესრიგება დაწყებულია.
"ამ ეტაპზე მოწესრიგდა საფიჩხიის სასაფლაოზე მისასვლელი გზა და უახლოეს მომავალში დასრულდება სხვა სასაფლაოებზე მისასვლელი გზები. რაც შეეხება ცვლილებას, ძალიან მნიშვნელოვანია ჯპს ფუნქციით სასაფლაოების გაყიდვა. ელექტრონული ნახაზებით, სანტიმეტრის სიზუსტით იქნება დადგენილი საზღვრები. ვისაც უკვე შესყიდული აქვს სასაფლაო, რა თქმა უნდა, ეს ცლილება მათ არ შეეხებათ. ხოლო მომავალში ვინც შეისყიდის, სასაფლაოზე ნაკვეთს, ყველას მოუწევს ელექტრონულად აღწერა და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება დავა საზღვრების გადაწევა -გადმოწევასთან დაკავშირებით".
მერის განმარტებით, შპს "ქართული ტრადიციები 2011", რომელიც სასაფლაოებს უწევს მომსახურებას, მომგებიანია და მისი ბიუჯეტი 340 ათას ლარს შეადგენს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















