|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სასამართლო დავებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია"

#59 საოლქო საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ მიმართული  სასამართლო დავები დასრულდა.  

როგორც საოლქო კომისიაში აცხადებენ, სასამართლო დავებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

"სასამართლო დავები ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, როგორც საქალაქო ასევე სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ჩვენი გადაწყვეტილებები. სასამართლო დავებს არჩევნების პირველი ტურის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.  საოლქო კომისია ამ დღეებში შეადგენს შემაჯამებლ ოქმს, რომელშიც ასახული იქნება პირველი ტურის საბოლოო მონაცემები.  რამდენიმე  დღეებში საკრებულოს დეპუტატებს შესბამისი მანდატები გადაეცემათ, "-განუცხადეს ნიუპრესს საოლქო კომისიაში.

შეგახსენებთ, საოლქო კომისიის წინააღმდეგ სასამართლო დავა გუშინ სააპელაციო სასამართლომ განიხილა. სასამართლოს მიმართეს ასევე ლეიბორისტულმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა "ლორთქიფანიძე, კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო". მათ საქალაქო სასამართლოს დავა სააპელაციოში აღარ გაუსაჩივრებიათ.  

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა