"სასამართლომ განაჩენი ცრუ ჩვენებებზე დაყრდნობით გამოიტანა"
ქუთაისის საქალაქოს სასამართლოს მიერ მერიის სარჩელის ბათილად ცნობისა და "ნაციონალური მოძრაობის" დაუჯარიმებლობის გამო ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური განაჩენის გაასაჩივრებას გეგმავს. სამსახურის წარმომადგენლის, ზვიად წაქაძის განცხადებით, მათ სასამართლოს საკმარისი არგუმენტები და მტკიცებულება წარუდგინეს.
''სასამართლომ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. ჩვენ მივიტანეთ ყველა მტკიცებულება, ასევე ვიდეო კომენტარი "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის. სასამართლო დაეყრდნო მოწმეთა ცრუ ჩვენებას. ჩვენება მისცეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ბანერის გამოკვრის დროს საერთოდ არ იყვნენ ორგანიზაციის შენობაში. ამასთან, არსებობს ორგანიზაციის განცხადება ნებართვის თავიდან გაკვრის თაობაზე. ჩვენ არ ვცნობთ საქალაქოს გადაწყვეტილებას და მას ათდღიან ვადაში გავასაჩივრებთ", –განაცხადა წაქაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
















