"სასამართლოს მართავს კლანი და ეს დადასტურდა დღეს"-"სავანემ" დავა წააგო
ქუთაისის მერიის და ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს" სასამართლო დავა დასრულდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ კაფე "სავანეს ", ობიექტის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი უთხრა.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროცესებზე ქუთაისის მერიის წარმომადგენლის პოზიცია და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
მოსამართლის განმარტებით, "სავანეს " აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების პერსპექტივაც კი არ აქვს, რადგან მიწა სკვერის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა.
გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან კაფე "სავანეს" მფლობელები. ადვოკატის თქმით, სასამართლომ არც კი იმსჯელა გაყალბებულ აზომვით ნახაზზე, რომელზეც მერიამ კაფის შენობა არ დაიტანა.
"სასამართლოს მართავს კლანი და ეს დადასტურდა დღეს. იმედის ის ერთი პროცენტიც, რაც არსებობდა, რომ სასამართლო იქნებოდა ობიექტური, დღეს საბოლოოდ გაქარწყლდა. საერთოდ არ უმსჯელია სასამართლოს საკადასტრო ნახაზზე და გვერდი აუარა, როგორც ჩვევია. ეს არის უსამართლო და არაობიექტური გადაწყვეტილება, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებთ როგორც უზენაესში, ასევე სტრასბურგში", - განაცხადა ნინო მეფარიშვილმა.
მფლობელების თქმით, სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაესში გაასაჩივრენენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















