"სასამართლომ გამოხატვის უფლება შეზღუდვა"- კაფეს პლაკატის ჩამოხსნა დაევალა
ქუთაისის მერიასა და შპს-ს "ნიკოლო" შორის მორიგი დავა დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მერიის მხრიდან კაფე "სავანეს" დაჯარიმების საკითხი განიხილა, კერძოდ, შენობაზე პლაკატების განთავსება, რაც მერიის განმარტებით, კულტურულ ზონაში იერ-სახის დამახინჯებას გულისხმობს.
მოსამართლის მანანა ნიკაჭაძის გადაწყვეტილებით, "სავანეს" 1000 ლარიანი ჯარიმა არ დაერიცხა, თუმცა მიეცა გაფრთხილება, რაც პლაკატის ჩამოხსნის ვალდებულებას გულისხმობს.
გადაწყვეტილება მიუღებელია მხარისთვის. "ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. სასამართლომ მოქალაქეების პროტესტი კანონდარღვევად ჩათვალა და გამოხატვის კანონიერი უფლება შეზღუდვა. გადაწყვეტილებააუცილებლად გავასაჩივრდებთ", - განაცხადა "სავანეს" ადვოკატმა ნინო მეფარიშვილმა.
მერიის ინტერესებს ზედამხედევლობის სამსახურის წარმომადგენელი ზვიად წაქაძე იცავდა. მისი განცხადებით, პლაკატი კულტურული მემკვიდრეობის ზონაში იყო გაკრული, რაც კანონსაწინაადეგო. წაქაძის თქმით, მათთვის მთავარი იყო, "სავანეს" ქმედება ადმინისტრაციულ კანონდარღვებად შეფასებულიყო, რაც სასამართლომ დააკმყოფილა.
ცნობისთვის, მერიამ პლაკატების გამო სავანეს 1000 ლარით დააჯარიმა მოითხოვა. კაფეს კედლებზე გაკრულ ბანერზე - "გვართმევენ" ქალაქის მერი და მერიის სხვა მაღალჩინოსნები არიან გამოსახული, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი მათთვის ქონების წართმევას ცდილობენ.
"კაფეს გვართმევენ" - აქცია ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში
"პროვოკაციების გამო იძულებული გავხდით, კაფე დაგვეკეტა"
ქუთაისის მერის საპროტესტო პლაკატზე გამოსახვის გამო კაფეს მეპატრონე დააჯარიმეს
"რომ წაართვა, მისი უნდა იყოს"-მერიაში კაფეს მფლობელების ბრალდებებს პასუხობენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















