"სასმელ წყალს წურბელები და ტალახი მოყვება"- სოფელ ფერსათში აქცია გამართეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივების თქმით, სასმელ წყალს სილა და წურბელები მოჰყვება. მათივე განმარტებით, დაბინძურებულ წყალს ვერც სასმელად და ვერც საყოფაცხოვრებო დანიშნულებით იყენებენ.
მოსახლეობის განმარტებით, წყალი სოფელში ექვის თვის წინ შემოიყვანეს. პრობლემის მიზეზად ადგილობრივები რეზერვუარის გაუმართაობას ასახელებენ.
"წყალი შემოიყვანეს, მაგრამ ვერც სასმელად და ვერც საყოფაცხოვრებო დანიშნულებით ვიყენებთ, წურბელები და ტალახი მოყვება. მოვითხოვთ, მოგვაქციონ ყურადღება და გაიწმინდოს რეზერვუარი", -აცხადებენ ადგილობრივები.
მოსახლეობის ინფორმაციით, წყლის სინჯები სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებმა უკვე აიღეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















