|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აფხაზეთიდან დევნილი დახმარებას ითხოვს

სასტუმრო “თბილისში“ მცხოვრები დევნილების პრობლემებით პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლები დაინტერესდნენ.  სასტუმროში გოგი წულაიასთან ერთად პარტიის ლიდერი კახა კუკავა იმყოფებოდა.

„ძალიან ბევრ მსგავს ადგილზე ვარ ნამყოფი, თუმცა ასეთი მდგომარეობა არსად მინახავს. შენობა სრულად ამორტიზირებული და დანგრეულია. მინდა  ვთხოვო ბატონ  სოზარ სუბარს და  ჯანდაცვის  სამინისტროს, მეტი ყურადღება მიაქციონ ასეთ ადამიანებს“,-განაცხადა კახა კუკავამ.

"თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენლები ჯომიდავების ოჯახში იმყოფებოდნენ, რომლის წარმომადგენელი აფხაზი ქალბატონია. როგორც ჯომიდავები აცხადებენ, მათ 3 ქულა მიიღეს, რაც ბინის მიღებისათვის საკმარისი არაა. 

„ეს არის აფხაზი ქალბატონი, რომელსაც ქართველი მეუღლე ყავდა ქართველი შვილები დაგვიზარდა და არ დარჩა აფხაზეთში, მიუხედავად იმისა, რომ მას ნათესავები ყავს აფხაზეთში. რა თქმა უნდა, ყველა დევნილს უნდა მიეხედოს, თუმცა ასეთ ადამიანებს განსაკუთრებულად, ვინაიდან მათ  კავშირები აქვს აფხაზეთთან. ასეთები სათითაოდ უნდა იყვნენ აღწერილები და მათი მეშვეობით უნდა გავდიდეთ კონტაქტზე.  რას ეტყვიან ისინი თავიანთ დედმამიშვილებს, კარგია საქართველოშიო?!..  ასეთ  ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და ასეთ წუმპეში არ უნდა გვყავდეს, როგორ პირობებშიც ახლა უწევთ ყოფნა“,- განაცხადა  გოგი წულაიამ. 

როგორც დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, გადასცემენ თუ არა ჯომიდავების ოჯახს ბინას, ორ თვეში გახდება ცნობილი, როდესაც დევნილთა სარეიტინგო ქულები გამოქვეყნდება.  

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა