"სასურველია, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი კონსულტაციების გზით განისაზღვროს"
პრეზიდენტის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღის გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)". ორგანიზაციის ქუთაისის რეგიონული კოორდინატორის თეონა გოგიშვილის განმარტებით, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის აღნიშნულ საკითხზე შეუთანხმებლობა იწვევს პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ადმინისტრაციის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მედიის და ამომრჩევლის დაბნეულობას.
"სასურველია, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საარჩევნო ადმინისტრაციასთან, მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან კონსულტაციის გზით მოხდეს. კამპანიის დაწყების თარიღის გამოცხადებისთვის გასათვალისწინებელია მრავალი გარემოება, მათ შორის, როგორც ტექნიკური მზაობა საარჩევნო ამდინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი თვითმმართველობების. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაცია მიმათავს საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს, საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესის ძირითად მხარეებთან კონსულტაციის შედეგად მიიღონ", - განუცხადა თეონა გოგიშვილმა "ნიუპრესს".
ავტორი: ნიუპრესი





13:50
21:51
11:02
16:29
















