|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სათაფლიას ინფრასტრუქტურას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით,  რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათაფლიას აღკვეთილის ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას. ჩატარებული სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ ადგილზე დაათვალიერა.

სათაფლიას აღკვეთილში მოეწყო სათამაშო მოედანი. მღვიმეში დამონტაჟდა განათების ახალი სისტემა. რესტავრაცია ჩაუტარდა პანორამულ გადმოსახედს, საიდანაც მთელ იმერეთზე იშლება ხედი. ასევე ტერიტორიაზე დაინერგა ელექტრონული ბილეთების გაყიდვის სისტემა.

სათაფლიის აღკვეთილი საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ძეგლია, სადაც  დინოზავრის ნაკვალევი აღმოჩენილი. 2018 წელს სათაფლიას 81 500 ვიზიტორი ესტუმრა.

 შეგახსენებთ, სათაფლიაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის ვიდეო კადრე არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" გასულ წელს გაავრცელა, რის პასუხადაც  დაცული ტერიტორიების სააგენტომ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურა ძლიერმა ქარმა დააზიანა და მისი რეაბილიტაცია მოხდებოდა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა