სატყეო სააგენტომ თებერვალში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, აქედან 11 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
„სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 110 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 11 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ექვსი – სამცხე-ჯავახეთის, ექვსი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 11 – ქვემო ქართლის, 31 – კახეთის; მცხეთა-მთიანეთის – სამი, გურია – ექვსი, სამეგრელო-ზემო სვანეთის – ხუთი, ხოლო ორი – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ; ასევე, იმერეთში გამოვლენილია ერთი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე.
სამართალდაღვევებიდან სამი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით იანვარ-თებერვლის თვეში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 109 ფაქტი", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი:


18:04
21:35
















