საუკეთესო მორაგბედ დასახელებული მირიან მოდებაძე ქუთაისის მერმა დააჯილდოვა
ქუთაისში "არენა აიაზე" გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრებისა და ქუთაისის ,,აიას" მორაგბე მირიან მოდებაძე დასახელდა, რომელიც ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დააჯილდოვა.
შეგახსენებთ, "არენა აიაზე" საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიას უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით 52:3 დასრულდა.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები ერთი ტურით ადრე გახდა რაგბი ევროპის გამარჯვებული.
მატჩის საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ტურის შეხვედრას 17 მარტს კრასნოდარში რუსეთთან გამართავს.
[R]
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















