საუკეთესო ყავა და ფასდაკლებები საფირმო ჰოთდოგებზე-ქუთაისში „სმარტი“-ს მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ახალი სუპერმარკეტი, ყველასთვის საყვარელი პროდუქტები, საუკეთესო ყავა, სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები ერთგულ მომხმარებლებზე - „სმარტი“ ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და ქუთაისში, გრიშაშვილის #30-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ქალაქში მეხუთე სუპერმარკეტი გახსნა.
სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებული უგემრიელესი საკონდიტრო ნაწარმი თუ ფუნთუშეული იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად შეუძლია დააგემოვნოს. გასაკვირი არ არის, რომ „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე საკუთარი იმპორტის ექსკლუზიური პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით.
ქუთაისის სუპერმარკეტში ერთგული მომხმარებლისთვის „სმარტს“ სპეციალური შეთავაზებაც აქვს: 11 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, „სმარტის“ საფირმო ჰოთ-დოგზე 50%-იანი ფასდაკლებაა.
„სმარტი“„ვისოლის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და „ვისოლის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ აქციების დროს მიიღონ ექსკლუსიური ფასდაკლებები სხვადასხვა პროდუქტებზე, დააგროვონ ქულები თითოეული ტრანზაქციისას, მიიღონ სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები. დაგროვებული ქულების გამოიყენება კი შესაძლებელია როგორც „სმარტის“ ქსელში, ასევე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე. შესაბამისად, ლოიალობის სისტემა წარმოადგენს ერთიან ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებელს ერთგულებისათვის მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს.
„ეს პროექტი ჩვენ დიდი ხნის წინ დავგეგმეთ და ძალიან კარგი არის, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გვერდით დგომით დროულად მოხდა ნებართვების მიღება და შესაბამისად, ჩვენ ვუზრუნველყავით „სმარტი“-ს ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მოგეხსენებათ, „სმარტი“ განაგრძობს განვითარებას. ეს არის რიგით 51-ე სუპერმარკეტი „ვისოლი“-ს ინფრასტრუქტურაში. იმერეთში ჩვენ გვაქვს რიგით მეათე ობიექტი. ჯამში ამ ობიექტზე დასაქმებულია 20-ზე მეტი ადამიანი და წარმოდგენილი არის „სმარტი“-ს ექსკლუზიური პროდუქტები, რომელსაც ჩვენ ქსელში ვთავაზობთ მომხმარებელს. განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული იტალიური ყავა, გამომცხვარი პროდუქტები, რომელიც ექსკლუზიურად მზადდება „სმარტი“-ს მომხმარებლებისთვის. „ვისოლი“ განაგრძობს განვითარებას როგორც იმერეთის რეგიონში, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში „სმარტი“-ს ობიექტების სახით. აქტიურად ვითარდება ჩვენი ინფრასტრუქტურა საერთაშორისო გზებზე და დღევანდელი გახსნა ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. მადლობას ვუხდით ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც ლოიალურები არიან ჩვენს მიმართ და კომპანია ასევე ლოიალურია თავისი მომხმარებლის მიმართ, რამეთუ გვაქვს ფასდაკლების სისტემა, რაც ფასდაკლებებით სარგებლობის გარდა, მომხმარებლებს დამატებითი ქულებისა და საჩუქრების მიღების საშულეაბას აძლევს,“- ამბობს “ვისოლი“-სა და “სმარტი“-ს გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.
„ძალიან მიხარია, როდესაც ქუთაისში მსგავსი საინტერესო და სასიამოვნო სიახლე ხდება. „ვისოლი“-ს ეს ავტოგასამართი სადგური არის სტრატეგიულ ადგილას. ძალიან გვესაჭიროებოდა „სმარტი“. აქ შეგიძლიათ იპოვოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც სხვაგან არსად იყიდება და ასევე აქვთ ძალიან, ძალიან გემრიელი ყავა. კარგია როგორც ქალაქის განვითარებისთვის, ისე ჩვენთვის, მომხმარებლებისთვის, რომ გვაქვს ასეთი ლამაზი და ინსტაგრამული ადგილები. შეგიძლიათ მობრძანდეთ და თავად დაათვალიეროთ,“-ამბობს ქუთაისის მკვიდრი ნინიკო ჭავჭანიძე.
საიდუმლო არც ის არის, რომ „სმარტს“ შეფ ლუკა ნაჭყებიას რეცეპტით დამზადებული სენდვიჩების და ჰოთდოგის ყველაზე გემრიელი არჩევანი აქვს. „სმარტმა“ შეფ ავთო ცეცხლაძესთანაც დაიწყო თანამშრომლობა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე არსებულ დასვენებისა და მომსახურების ცენტრში მისი რეცეპტით დამზადებულ უთხელეს და უგემრიელეს ტაფის „კეცილ“ ხაჭაპურსა და ლობიანსაც მიირთმევთ.
განვითარება გრძელდება. წლის ბოლომდე „სმარტი“ უფრო დიდი ფორმატით გაიხსნება ბორჯომშიც და მთელი საქართველოს მასშტაბით გაშლილი 51 სუპერმარკეტით „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის“ ყველა საჭირო პირობას შექმნის.
ავტორი: