საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია 12 სექტემბერს გაიმართება
ნიუპრესის ინფორმაციით, საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის პრეზენტაცია 12 სექტემბერს გაიმართება, რომელსაც ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
"ქართუ ჯგუფის" განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა მიმდინარე თვეში დაიწყება. უნივერსიტეტის ასაშენებლად ვარციხის მიმდებარედ არსებული ტყე და მუხრანის ტყის ნაწილი შეირჩა. აღნიშნული ტერიტორიის დაახლოებით 100 ჰა მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს ბალანსზე უკვე დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისთან ახლოს ტყეში აშენდება. გადაწყვეტილება ივანიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც საინიციატივო ჯგუფის "ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს" წევრებმა ხელმოწერები შეაგროვეს და ქუთაისელების მოთხოვნის შესახებ "ქართუ ჯგუფს" აცნობეს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















