|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველი მამაკაცთა დისკრიმინაციას აპროტესტებს

სახალხო დამცველი თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში არსებულ სავარაუდო დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე განცხადებას ავრცელებს. ის საავადმყოფოს რეკომენდაციით მიმართავს - დასახოს ერთიანი სამოქმედო პოლიტიკა და შეიმუშაოს შიდა დოკუმენტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საავადმყოფოს ყველა განყოფილებაში თავდგომასთან დაკავშირებით პაციენტთა და მშობელთა, მეურვეთა თუ წარმომადგენელთა მიმართ თანასწორი მოპყრობა.

"2015 წლის 27 მაისს საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა მოქალაქე გ.გ-მ მის მიმართ სქესის ნიშნით განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე. მომჩივანის თქმით, 2015 წლის 24 აპრილს, მისი არასრულწლოვანი შვილი ნ.გ. გადაიყვანეს თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ინფექციური დაავადებითა და მაღალი ტემპერატურით. მომჩივანს სურდა 15:00-00:00 დროის პერიოდში შვილთან თავმდგომად დარჩენა, რაზეც რესპირატორული ვირუსული ინფექციების განყოფილების გამგემ უარი განუცხადა იმ მოტივით, რომ აღნიშნულის უფლება მხოლოდ დედას და ბებიას ეძლევა, ხოლო მამაკაცები არ არიან დაშვებულნი თავმდგომებად. გამგის განმარტებით, ის კატეგორიულად არ დაუშვებს განყოფილებაში მამაკაცს, ვინაიდან ის შესაძლოა ნასვამ მდგომარეობაში მოვიდეს და თუ დედას არ შეუძლია ბავშვთან დარჩენა, მდედრობითი სქესის სხვა წარმომადგენლის მოყვანას სთხოვენ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა