|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველი ხანდაზმულთა უფლებების დაცვას ითხოვს

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს უზრუნველყონ ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვა და რეალიზება, რათა ხელშეწყობილ იქნას მათი შესაძლებლობების გაფართოება და თანაბარი ჩართვა ყველა სფეროში.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეები ქვეყანაში ერთ–ერთ მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. დაბალია მათი სოციალური დაცვის ხარისხი, დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში, არასაკმარისია სახელმწიფო პროგრამები და სერვისები, ამ პირთა მიმართ ხშირად ადგილი აქვს სხვადასხვა სახის ძალადობას, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან.

“სახელმწიფოს არ გააჩნია ხანდაზმულთა მიმართ ეფექტური პოლიტიკა და მათი უფლებებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის სტრატეგია. შეფერხებულია დაბერების შესახებ მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმის და მისი რეგიონული იმპლემენტაციის სტრატეგიის განხორციელების პროცესი. აღნიშნული სამოქმედო დოკუმენტი ავალდებულებს სახელმწიფოს იზრუნოს ხანდაზმულ ადამიანთა ცხოვრების ადეკვატური პირობების, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე. მოახდინოს სიღარიბის დონის შემცირება და პრევენცია, შეიმუშავოს შესაბამისი სტრატეგია და პროგრამები”

ხანდაზმულთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის მიზნით,  სახალხო დამცველმა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში განთავსებულ ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი განახორციელა, რომლის ფარგლებში  შემუშავებულ რეკომენდაციებს საზოგადოებას  დღეს წარუდგენს.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა