|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახელმწიფო ბიუჯეტის 16%, ანუ 3.4 მილიარდი ლარი პენსიებისათვის დაიხარჯება

მომავალ წელს მთავრობა 21 მილიარდ 154 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, საიდანაც პენსიების მიმართულების გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარია, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომელმაც  2023 წლის ბიუჯეტის მთავარ პარამეტრებზეც პარლამენტში ისაუბრა.

მისი თქმით, გარკვეულწილად იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები და პენსიები.  პენსიების მიმართულების გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარია, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია

 „იზრდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-მდე   პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების მომატება გათვალისწინებულია 20%-ით. იზრდება პენსიები, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მოიმატებს 65 ლარით, 365 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარს გაუტოლდება; 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 35 ლარით 295 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდება. ამ კუთხით მატებაა სახელმწიფო ბიუჯეტში 2023 წელს 494 მილიონი ლარი, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარია, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია.“-აღნიშნა  კოვზანაძემ

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა