|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯები არამოზნობრივად იხარჯებოდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, რიგმა კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული თანხები  მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე დახარჯეს და მხოლოდ მცირედი ნაწილი მიმართეს მედპერსონალსა და პაციენტებზე. მინისტრის განცხადებით, ცალკეული მსხვილი სამედიცინო დაწესებულებები სახელმწიფოს მიერ გადარიცხულ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ.

”ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ იკვეთება კლინიკები, ჩვენს მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ე.წ. არაპირდაპირ ხარჯებისკენ რაც არის მენეჯმენტის და მმართველების მოგება და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისკენ, ექიმების, ექნთების და მედპერსონალის ანაზღაურებისკენ ვინც უშუალოდ უვლის პაციენტებს. ჩვენ, ვერ ვიქნებით ვერანაირად მომართულები, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა. იკვეთება კლინიკები, რომლებმაც არარსებული ნონსენსი მოიფიქრეს და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორც არის მაგალითად მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება - ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ. ასეთი ფრაგმენტული სერვისების მომწოდებლებთან ვერ ვიქნებით მომართულები, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოწესრიგებულად იხდის თანხებს და თავისთავად ცხადია, რომ არა ყველა მოთხოვნილ თანხას (ანალიზი კეთდება და რასაც ვთვლით, რომ არაჯეროვნად მოთხოვნილია თანხა, იმ ნაწილს ვაჩერებთ), იკვეთება სიტუაციები, როდესაც თითქმის 90% გადახდილია მოთხოვნილი თანხის, 10% დარჩენილია როგორც სადავო და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს უთხრას, რომ სახელმწიფო არ გვიხდის ფულს და ამიტომ გიგვიანებთ ხელფასებს. ამ დროს, 90% გადახდილი გვაქვს და 10%-იც ძალიან მალე მოგვარდებოდა, რომ ამ კლინიკებთან საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა გვქონოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით მომართული ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ ისეთივე ურთიერთობები, როგორც იყო”, - აღნიშნა სერგეენკომ.

 მინისტრის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შესაძლოა 10-მდე კლინიკა გამოეთიშოს.  მათი მონაცემები საჯარო  იმ შემთხვევაში გახდება, თუ აღნიშნული კლინიკები თავად გამოთქვამენ ამის სურვილს.

კლინიკების ხელმძღვანელები, რომელებიც დავით სერგეენკოსთან შეხვედრას მართავენ, აცხადებენ,  რომ მნიშვნელოვანია ხარვეზები გადაიხედოს, რაც საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმას ჰქონდა წინა შემთხვევაში. მათივე თქმით, არსებობს ხარვეზები ადმინისტრაციული ხარჯის გადანაწილებასთან დაკავშირებით.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა