|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“საზოგადოება 20/30“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"29 სექტემბერს, „საზოგადოება 20/30“-მა გაავრცელა შეფასება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია დამახინჯებულად გავრცელდა სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ. კერძოდ, ისინი „საზოგადოება 20/30“-ის ამ შეფასებას წარმოადგენდნენ, როგორც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ „საზოგადოება 20/30“ წარმოადგენს სამოქალაქო-საზოგადოებრივ მოძრობას, სადაც გაერთიანებულები არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო საზოგადოების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, 2016 წლის 9 ივნისს.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩართული საინიციატივო ჯგუფის საქმიანობაში და არც გავრცელებული შეფასება წარმოადგენს მის მოსაზრებას.

მოვუწოდებთ მედია საშუალებებს, გამოიჩინონ მეტი ყურადღება და თავი შეიკავონ დეზინფრომაციის გავრცელებისაგან"-აცხადებს "საზოგადოება 20/30“.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა