|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ - სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და ასევე აღნიშნა, რომ იგი პარლამენტის ტრიბუნასთან დგას, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი.

სიტყვით გამოსვლისას მან ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა - „საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ - ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით? განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილი ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის.

„საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს - რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის,  ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ - ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?

რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის; საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება - როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე ჩინჩალაძეს, მაშინ, როცა ერთი მხრივ, ებრძვით ან ასე ამბობთ "ნაციონალურ მოძრაობას“ და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე მიმართა მომავალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს და დაინტერესდა, როგორ აპირებს საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას.

პრეზიდენტმა ოპოზიციასაც მიმართა და მოუწოდა, რომ ახლა დაპირისპირების დრო არ არის და საჭიროა გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყანამ მთავარ მიზანს მიაღწიოს.

მან გააკრიტიკა რუსეთთან ფრენების აღდგენა. ასევე შეეხო ეკლესიაში წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებულ ინციდენტს.

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და დაინტერესდა, რას ნიშნავს მისი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციასა და ქვეყნის საგარეო კურსზე

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.69%
გაუარესდა - 51.02%
არ შეცვლილა - 14.29%
სულ - 98 ხმა