|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები ბავშვების მომსახურებაზე უარს ამბობენ?

ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით  ბავშვებისთვის მგზავრობა კვლავ პრობლემად რჩება. მშობლების განცხადებით, მძღოლები ბავშვებს სამარშუტო ტაქსებს არ უჩერებენ. მათივე ინფორმაციით, მძღოლები მიზანმიმართულად არიდებენ თავს სკოლებთან გაჩერებას და ცდილობენ ალტერნატიული გზით ისარგებლონ.

"მძღოლები მშობლის გარეშე ბავშვებს რომ ხედავენ, არ უჩერებენ. არ ვიცი მიზეზი, თუმცა, ალბათ ფიქრობენ, რომ ბავშვი ფულს არ გადაიხდის. ჩემს შვილებს ყოველთვის აქვთ თანხა, მაგრამ წვიმიან ამინდში მაინც ქუჩაში დარჩენ, რადგან მძღოლმა არ გაუჩერათ.  #2 სკოლასთან რომ არ გაიარონ, მძღოლები სხვა გზით დადიან. გვაინტერესებს არსებობს თუ არა ცხელი ხაზი, რომ მივმართოთ და პრობლემა მოგვარდეს", -აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი კერძო საკუთრებაშია, თუმცა კონკურსის გზით სამარშუტო ხაზებზე მოძრავი გამარჯვებული გადამზიდები პასუხისმგებლები არიან მერიის წინაშე.

მერიაში აცხადებენ, რომ მძღოლი ვალდებულია მოემსახუროს ყველა თაობის და კატეგორიის ადამიანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მოქალაქე მიმართავს მერიას და ფაქტი დაფიქსირდება, მერია დაიწყებს მოკვლევას და მძღოლი დაჯარიმდება. ფაქტს მძღოლები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ბავშვების ქუჩაში დატოვება არ ხდება.

ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის შინაგანაწესით მძღოლები ვალდებული არიან 8 წლამდე ბავშვებს უფასოდ მოემსახურონ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა