|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სენაკსა და თელავში ფსიქიატრიული კლინიკები აშენდება

საქართველოში წელს 2 ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობის დაწყება  იგეგმება. ამის თაობაზე  ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს ხელი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური მრჩეველის ოფისს შორის  მოეწერა.  შეთანხმება  საქართველოში ფსიქიატრიული ინფრასტქრუქტურის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. კლინიკების მშენებლობა სენაკსა და თელავშია გათვალისწინებული.

 მემორანდუმს ხელი მოაწერეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ და ჩინეთის საელჩოს ეკონომიკურმა და კომერციულმა მრჩევლმა ლიუ ბომ.
საქართველოში იმყოფება ჩინეთის ხუნანის არქიტექტურული დიზაინის ინსტიტუტის ჯგუფი, რომელიც ქართველ კოლეგებთან ერთად ფსიქიატრიული კლინიკის პროექტზე მუშაობს. მშენებლობა ზაფხულში დაიწყება და 2017 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.

ავტორი: ნიუპრესი