|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სექტემბერში ქვეყანაში 763 729 ვიზიტი განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი  საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

2017 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში  763 729 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 20,9 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 822 835 ვიზიტი განხორციელდა, რაც 19,2%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 783 594-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,8%- ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის სექტემბრის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 380 895 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,8%);

ბ) ტრანზიტი - 182 356 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 22,6%);

გ) სხვა - 200 478 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 26,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12,7%).

2017 წლის სექტემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ რუსეთიდან (+32%), აზერბაიჯანიდან (+15,6%), სომხეთიდან (+11,8%), თურქეთიდან (+10,5%), უკრაინიდან (+0,2%) და ირანიდან (+80%) განხორციელდა.

ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ლიტვა და იტალია (შესაბამისად 33%, 32%, 29%, 21%, 18%, და 16%).

ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (35%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (17%), უზბეკეთი (93%).

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (30%).

ქვე აღსანიშნავია, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 26%-იანი ზრდა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა