|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სექტემბრიდან თამბაქოს გარე-ვიტრინებზე რეკლამირება აიკრძალება

1-ლი სექტემბრიდან თამბაქოს შესახებ კანონით გათვალისწინებული კიდევ ერთი რეგულაცია ამოქმედება.
კერძოდ, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის გარედან, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა კი 4 000 ლარის ოდენობით.

კანონით გათვალისინებულია კიდე რამდენიმე რეგულაციის ეტაპობრივად ამოქმედება. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155 მუხლის მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს აქსესუარის რეალიზაცია შესაბამისი ობიექტიდან მისი სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომთათვის უშუალოდ მიწოდებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის მე-15 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.
ამასთან, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ვიტრინაზე, ვიტრაჟზე, დახლზე, თაროზე ან სხვაგვარად რეალიზაცია, ისე, რომ იგი ხილვადი იყოს შესაბამისი ობიექტის შიგნიდან, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. ამ მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. აღნიშული სანქციები 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

ცნობისათვის, საქართველოში თამბაქოს მოხმარებაზე შეზღუდვები და წესის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმები 2018 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდა. კანონმდებლობით, თამბაქოს მოწევა აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სტადიონზე.

bpn.ge

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა