|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შალვა ნათელაშვილმა ქუთაისში პარლამენტის შენობასთან დაკავშირებით ახალი იდეა გააჟღერა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ქუთაისში პარლამენტის ყოფილ შენობასთან ბრიფინგი გამართა. ნათელაშვილმა პარლამენტის ფუნქციურ დატვირთვასთან დაკავშირებით ინიციატივა გააჟღერა. მისი თქმით, ქუთაისი უნდა გახდეს ინოვაციების და ტექნოლოგიების ცენტრი. პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს.

"ვიმყოფებით ოლიგარქიული ხელისუფლებისგან გაკულაკებულ ქუთაისში. ცოტა ხანში ქართველი ხალხი მოიშორებს ამ ურჩხულს და მაშინ დაიწყება ქუთაისის რენენსანსი და დაუბრუნდება მსოფლიო დიდება,  რაც მას ეკუთვნის. ქუთაისი მსოფლიო სიამაყეა. მიტოვებილ შენობაში, ამ სამთავრობო კომპლექსში გაიხსნება მსოფლიო ინოვაციების ცენტრი, განლაგდება სტარტ აპები და ტექნოპარკები და გადმოვა ტექნოლოგიურ ინივერაიტეტი", -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კითხვაზე, უნდა დაბრუნდეს თუ არა პარლამენტი ქუთაისში, პასუხობს: "პარლემენტი უნდა გაიხსნას ცხინვალთან ახლოს, რომ გაზულუქებულმა პარლამენტარებმა ყოველდღე დაინახონ რუსი ოკუპანტები. ჩვენ თავის დროზე წინააღმდეგი ვიყავით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის, ახლა კი ხალხს სამუშაო ადგილები უნდა და უნდა შეიქმნას ინოვაციის ცენტრი".

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა