|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გენერალი შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტზე მუშაობას შეუდგა

გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ გუბერნატორის პოსტი ოფიციალურად გადაიბარა. იმერეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას დღეიდან შეუდგა. შავლეგო ტაბატაძე გუბერნიაში მივიდა და თანამშრომლებთან და რეგიონის პირველ პირებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ახალი გუბერნატორი რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა წარადგინა. გუბერნატორის წარდგენაზე არ გამოჩენილა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ დალაქიშვილი.

შავლეგო ტაბატაძე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანია. მას გენერლის წოდება გასულ წელს მიენიჭა. ახალი გუბერნატორის პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ წარადგინა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა