შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფები - ნარმანიას განმარტება
მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგიის სექტორში.- განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში.
რაც შეეხება ბუნებრივი აირს, ნარმანიას თქმით, ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს.
„მიმდინარე წლის ბოლოს მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები უნდა გადაითვალოს. ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში 3 თეთრით გვქონდა შემცირებული სამომხმარებლო ტარიფები. მარეგულირებელი კომისია 29 დეკემბერს კომისიის სხდომაზე დაადგენს ახალ სამომხმარებლო ტარიფებს ელექტროენერგიის სექტორში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საკითხზე“, - განაცხადა ნარმანიამ.
ავტორი:





14:10
12:10
13:15
14:15
16:19
















