შემცირებული სამინისტროები და მთავრობის ახალი შემადგენლობა
პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა. მთავრობას კვლავ გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა თითქმის უცვლელი დარჩა. ცვლილება შეეხო ეკონომიკის განხრით არსებულ სამინისტროებს. ასევე შემცირდა სამინისტროების რაოდენობა და 19-ის ნაცვლად 18 გახდა. საქართველოს სახელმწიფო სამინისტრო დიასპორის საკითხებში საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.
მთავრობის ახალი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი -მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი -კახი კალაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი- სოზარ სუბარი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი- დავით სერგეენკო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი- ალექსანდრე ჯეჯელავა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი- ლევან დავითაშვილი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი- დიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი- მიხეილ გიორგაძე
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი- ტარიელ ხეჩიკაშვილი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი- ლევან იზორია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი-თეა წულუკიანი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი- გიორგი მღებრიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი- კახა კახიშვილი
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში -ვიქტორ დოლიძე
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი-ქეთევან ციხელაშვილი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი- გიგლა აგულაშვილი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















