"შემოდგომის წყალტუბო"-მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული აღინიშნება
წყალტუბოში "ფუძეობას" აღნიშნავენ. უკვე მეხუთე წელია მუნიციპალიტეტი ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს, შემოდგომის წყალტუბოს აღნიშნავს.
ფესტივალის ფარგლებში დღის მანძილზე გაიმართება სპორტული და კულტურული ღონისძიებები, საწარმოთა გამოფენები, თეატრალიზებული წარმოდგენებ. ასევე, დღეს საპატიო მოქალაქეებს დაჯილდოებენ. ჩატარდება საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი.
ღონისძიებებზე საქართველოში ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმყოფება, ასევე ლატვიიდან და უნგრეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დელეგაციები.
"წყალტუბო სხვადასხვა ღონისძიებებით მასშტაბურად აღნიშნავს ამ დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული აქ მომსვლელი იქნება კმაყოფილი.ჩვენ გვყავს ოფიციალური დელეგაციები უნგრეთიდან, ლატვიიდან. აქ არიან დამეგობრებული ქალაქების მერები და მათი წარმომადგენლები. მათ საინტერესო პერფომანსები აქვთ საქართველოზე" - განაცხადა წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა.
დღესასწაული, სტეფანე მღებრიშვილის გალა კონცერტით დასრულდება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















