|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შემოთავაზებაზე უარი ვის უთქვამს?"-თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი

"შემოთავაზებაზე უარი ვის უთქვამს"-ამგავრად პასუხობს თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი "ნიუპრესის" შეკითხვას ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. თემურ ქოჩიაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის პარტიიდან შემოთავაზება არ მიუღია.

"ჯერ არ არის გადაწყვეტილი და არჩევნების საკითხი თერჯოლაში  ღიად რჩება. მიმდინარეობს კონსულტაციები და  გადაწყვეტილება სიების შესახებ ერთ კვირაში იქნება ცნობილი. პირადად ჯერ შემოთავაზება არ მქონია პარტიიდან. შემოთავაზების შემთხვევაში, უარი ვის უთქვამს? მეც დავთანხმდები, რადგან მშიშარა არ ვარ და არ მეშინია ვალდებულების"-განაცხადა თემურ ქოჩიაშვილმა.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, თერჯოლაში წელს ყველა დაწყებული პროექტი ვადებში სრულდება.

"მიმდინარე წელს ორჯერ მეტი პროექტი გვაქვს. ყველა პროექტზე ტენდერი გამოცხადებულია და სამუშაოები მიმდინარეობს, ვთვლით, რომ ვადებში დასრულდება, ასევე დაიწყო მუშაობა  წყალმომარაგების კუთხით ოთხ სოფელში, სადაც მიმდინარეობს ქსელის გაყვანა და უახლოეს მომავალში მათ წყალი მიეწოდება"-განაცხადა თემურ ქოჩიაშვილმა.

 თემურ ქოჩიაშვილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად რამდენიმე თვის წინ, ყოფილი გამგებლის წასვლის შემდეგ დაინიშნა. იმ დრომდე გამგებლის მოადგილის პოსტს იკავებდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა