"შენ არ ხარ პირნათელი, ყველაფერი შენი ბრალია და უნდა წახვიდე" - აქციის მეშვიდე დღე ქუთაისში
შენ არ ხარ პირნათელი, ყველაფერი შენი ბრალია და უნდა წახვიდე - ქუთაისში მერის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
კაფე "სავანეს" მეპატრონეები მეშვიდე დღეა გიორგი ჭიღვარიას გადადგომას ითხოვენ. მათი თქმოთ, გიორგი ჭიღვარიას მერობის პირობებში ქალაქში პრობლემებია, ბიუჯეტი კი ცარიელი.
"ქალაქში პრობლემებია, ყველა ქუჩა დაუსრულებელი, მოქალაქეები ვერ გადაადგილდებიან, პრობლემები მრავლადაა, ბიუჯეტი ცარიელი. ამ ყველაფერში პასუხისმგებელი გიორგი ჭიღვარია, ასევე მისი მოადგილე იუზა უგულავა. მან საბუთები გააყალბა და პასუხი უნდა აგოს. თქვენ უნდა დატოვოთ მერია, ვერ მართავთ ქალაქს"-აცხადებენ აქციის მონაწილები.
აქციას მოძრაობა "ქუთაისს სჭირდება სკეიტ პარკის" წევრი ნინი წიქორიძე შეუერთდა. მისი თქმით, პარკი, რომლის რეაბილიტაციას 200 000 ლარი დაჯდა, დაზიანებულია.
"მადლობა, რომ შვიდწლიანი ნატვრა შეგვისრულეთ და სკეიტპარკი გააკეთეთ, მაგრამ მადლობა, რომ ამ პარკს ანადგურებთ, დაზიანებულია პარკი, რადგან მოქალაქეები აზიანებენ, არ ხდება კონტროლი, თუ გააკეთეთ და ამდენი თანხა გადაყარეთ, მიხედეთ, ვერ ვიყენებთ ჩვენ და მაშინ მოვითხოვთ, დაშალათ, რადგან თავშეყრის ადგილია, ახალგაზრდები მოდიან და გვეჩხუბებიან, პარკის ადმინისტრაციაც დათანხმდა, პარკი დაშალონ"-აცხადებს ნინი წიქორიძე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















