|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპებში მომავალი წლიდან რეორგანიზაცია გამოცხადდება

ქუთაისის მერიაში ხელფასებისა და კადრების შემცირება დღის წესრიგში 2017 წლიდან დადგება. ბიუჯეტში უკვე მოხდა ადმინისტრაციული ხარჯების 8%-იანი შემცირება. მომავალი წლიდან კი ააიპებში რეორგანიზაცია გამოცხადდება.

ქუთაისის მერის განცხადებით, მაქსიმალურად შეეცდებიან, არ მოხდეს დაბალი რგოლის შემცირება. გათავისუფლება ძირითადად, ადმინისტრაციებში მოხდება.

მურღულიას განცხადებით, რამდენიმე ააიპში რეორგანიზაცია უკვე მიმდინარეობს, მათ შორის "ბოტანიკურ ბაღში". ასევე შეეხო ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანებაში“ არსებულ მდგომარეობას და თქვა, რომ ადმინისტრაციაში მოხდა კადრების მაქსიმალური შემცირება.

საკრებულოს სხდომაზე საუბარი ბაღების დაფინანსების თემასაც შეეხო. გადასახადის დაწესებას და ამ გადასახადისგან სოციალურად დაუცველთა გათავისუფლების საკითხს საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამირან ძოწენიძე მოითხოვს. მისი თქმით, უნდა მოხდეს ვაუჩერიზაცია.

განსხვავებით გასული წლებისა, ვაუჩერიზაციის პრინციპი წელს მოიწონა შოთა მურღულიამ. მისი თქმით, უნდა მოხდეს საკითხის შესწავლა, ასევე კერძო ბაღების მდგომარეობის გაცნობა, რომ ბავშვები, რომელთა მშობლებიც არჩევანს კერძო ბაღის სასარგებლოდ გააკეთებენ, ცუდ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბაღებში გადასახადის დაბრუნებას ოპოზიცია გასულ წელსაც ითხოვდა, რასაც თვითმმართველობა არ დაეთანხმა. მერიაში განმარტავდნენ, რომ ოჯახების სტატუსებით განსხვავება არასწორი ფორმაა.

მერმა სხდომაზე ბაღების კეთილმოწყობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, განცხადებები, თითქოს ბაღების შენობები იყიდება არასწორია, რადგან ყველა მოქმედი ბაღის ადგილზე ისევ ახალი ან რეაბილიტირებული ბაღი დაბრუნდება.

 ბიუჯეტიდან ააიპი "ბაგა- ბაღების გაერთიანების" დაფინანსებისათბვის 10 მილიონ ლარამდეა გათვლილი. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა