|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შეწყალების მექანიზმი პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად არ იქცევა“

"შეწყალების მექანიზმი პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად არ იქცევა“, - ამის შესახებ  ნიუ-ორკში მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.   „მე ვიცი, რომ ეს საკითხი განიხილება საქართველოში. მინდა ხაზი გავუსვა მნიშვნელოვან მომენტს - შეწყალების მექანიზმი არის სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. ფუნქცია ჰუმანურობისა იმ ადამიანების მიმართ, ვინც დაარღვია კანონი და იქნა დასჯილი კანონის დარღვევისათვის. ამ თვალსაზრისით მე მანამდე ძალიან მტკიცედ ვიცავდი შეწყალების მექანიზმის ჰუმანურ პრინციპებს. არ ვუშვებდი და მომავალშიც არ დავუშვებ შეწყალების მექანიზმის განხილვას რაიმე პოლიტიკურ კონტექსში. შეწყალების მექანიზმი არ არ არის პოლიტიკური საკითხების, პოლიტიკური სამართლის ან უსამართლობის გადაწყვეტის ადგილი. შეწყალების მექანიზმი იყო და რჩება სახელმწიფოს ჰუმანურ ფუნქციად და მე მინდა ეს კარგად ესმოდეს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ცდილობს შეწყალების მექანიზმი განიხილოს პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად. ეს ასე არ მოხდება“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ყოფილი მაღალჩინოსნის გიგი უგულავას შეწყალების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს. საჭირო რაოდენობის შეგროვების შემთხვევაში პეტიციას პრეზიდენტს წარუდგენენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა