„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სოციალურ პაკეტს ვთავაზობთ" [R]
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მათი გარემოსთან უკეთ ადაპტირების მიზნით ჩვენ ვთავაზობთ სოციალურ პაკეტს, რაც მათი საზოგადოებასთან უფრო სრაფად ინტეგრირების კუთხით მნიშვნელოვან ეფექტს მოგვცემს. ძირეული ცვლილებები ამ კუთხით თითქმის ყველა იმ სეგმენტს შეეხება, რომელიც ამ ადამიანების ყოველდღიურ ყოფას მაქსიმალურად კომფორტულს გახდის, ეს იქნება როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტიით გადაადგილების თვალსაზრისით, ისე სხვა სახის დახმარებით, რომელიც მათთვის მეტად მნიშვნელოვანია" - მმართველი გუნდის მიერ წარდგენილმა ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ქალაქ მუზეუმის ოლქში, გიორგი ჭეიშვილმა ამ თემებზე თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან სტუმრობის დროს ისაუბრა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















