|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აპირებს თუ არა ქუთაისის მაჟორიტარობას შოთა მურღულია?

 ქუთაისის მერის განცხადებით, მას ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატად კანდიდატუის დასახელებაზე შეთავაზება არ მიუღია და არც თავად აქვს ამის ინიციატივა.

"ქუთაისის მაჟორიტარობაზე შემოთავაზება არ მქონია. ვთვლი, რომ საპასუხისმგებლო პოზიცია მაქვს და ამ თანამდებობით კმაყოფილი ვარ. მე, ასევე გუნდური მოთამაშე ვარ და რასაც გუნდი გადაწყვეტს, განვიხილავთ.  ჩემი ინიციატივით, მოთხოვნა არ ყოფილა", –განაცხადა შოთა მურღულიამ.

 ინფორმაცია შოთა მურღულიას ქუთაისის მაჟორიტარად შესაძლო დასახელების შესახებ  ერთ–ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი