|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შოთა მურღულია ქუთაისის მერის პოსტზე "პატრიოტების" მიერ დაინიშნა" – გია თევდორაძე

 ქუთაისში კაფე–ბარის მშენებლობის პროტესტს მერიამ განცხადებით უპასუხა. მერიის ინფორმაციით, "სამი ოთარის" მიმდებარე ტერიტორია 2010–2013 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გასხვისდა. განცხადებას ეხმიანება  ქალაქის ყოფილი მერი გია თევდორაძე და ქუთაისის მერს შოთა მურღულიას "მეხსიერების ქრონოლოგიურობას" უწუნებს.
"ბატონი შოთას თავისებული არითმეტიკა საზოგადოებისათვის ცნობილია და ახლა მისი ქრონოლოგიური მეხსიერებითაც გვაოცებს, რომელიც ჩემთვის ნამდვილი ფენომემია. უბრალოდ, ვიტყვი ჩემის მხრივ იმას, რომ "ოქროს ჩარდახთან" რაიმე სახის მშენებლობისთვის ტერიტორია ჩვენს მიერ არ გასხვისდებოდა. რაც შეეხება, "სამი ოთარის" სკვერს, ის "პატრიოტთა ალიანსის" დროს გასხვისდა და, თუ არ ვცდები,  ხელს მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე აწერდა. აქვე შევახსენებ შოთას, რომ ის ქალაქში მერის მოვალეობის შემსრულებლად სწორედ მათ მიერ დაინიშნა. ამიტომ ნუ ეძებს ამ გასხვისების გამო რაიმე კავშირს "ნაციონალებთან", თუმცა იმასაც ამბობდნენ, რომ შოთა მურღულია "ნაციონალებთან" თანამშემწედ მუშაობდა და ფურცლები გადაჰქონდა ერთი ადგილიდან მეორეზე. ტყუილად ცდილობს ბნელ ოთახში კატა დაიჭიროს, რომელიც ამ ოთახში საერთოდ არ არის და ჯობია, დრო მომავალი არჩევნებისთვის გამოიყენოს", –განაცხადა თევდორაძემ.
შეგახსნებთ, რომ ქუთაისში გასხვისებული სკვერში მიმდინარე მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააპროტესტეს. 10 ორგანიზაცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი