|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულია: "ვერ მივიღებთ შენიშვნებს ლოგოსთან დაკავშირებით"

ქუთაისის მერი შოთა მურღულია ადასტურებს, რომ ქუთაისის ლოგოსა და სლოგანის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული გამოვლენილია.

ეს არის ჯგუფი  „HOLMES&WATSON“.  საუკეთესოდ აღიარეს მათ მიერ წარმოდგენილი ლოგო და სლოგანი  "ქუთაისი - ღიმილის ქალაქი".

"ვერ მივიღებთ შენიშვნებს ლოგოსთან დაკავშირებით, რადგან ორჯერ ჩავშლეთ უკვე კონკურსი, მიუხედავად ამისა, კონკურსით არ დაინტერესებულა საზოგადოების ფართო წარმომადგენლობა, ამიტომ გამარჯვებული გამოვავლინეთ წარმოდგენილი ნამუშევრებიდან"-განაცხადა შოთა მურღულიამ.

 მისი თქმით, წარმოდგენილი ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეისწავლა. 

შეგახსენებთ, კონკურსის გამარჯვებულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ არაოფიციალურად გავრცელდა. შერჩეულმა ლოგომ საზოგადოების მოწონება ვერ დაიმსახურა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა