შპს "პარკინგსერვისი" თანამშრომლების შერჩევას იწყებს
შპს "პარკინგსერვისი", რომელიც მერიის მიერ გასულ წელს დაფუძნდა და რომელსაც 300 000 ლარი გადაერიცხა, თანამშრომელთა აყვანას ახლა იწყებს. შპს–მ ვაკანსია კონტროლიორის შტატზე გამოაცხადა. არადა, როგორც მერიაში აანონსებდნენ "პარკინგსერვისს" მუშაობა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან უნდა დაეწყო. თუმცა "პარკინგსერვისის" ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ საახაწლო დღესასწაულების გამო პარკირება ფასიანი დაახლეობით 15 იანვრიდან გახდება.
კონტროლიორებს სამართალდამრღვევი მძღოლების გამოვლენა და მათთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერა, საჭიროების შემთხვევაში საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება, სამართალდამღრვევი მძღოლის ა/მანქანის ევაკუირების უზრუნველყოფა ევალებათ.
სასურველი კადრების შესარჩევად "პარკინგსერვისი" შესარჩევ კონკურსს 2 ეტაპად ჩაატარებს. პირველ ეტაპზე კონკურსანტი გაივლის ტესტირებას, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება იმ კონკურსანტებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტესტირება.
დაინტერესებულმა პირებმა15 იანვრის ჩათვლით CV ელ-ფოსტაზე: parkingservice@kutaisi.gov.ge უნდა გადააგზავნონ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















