|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შშმ პირთა დახმარებისა და დახელოვნების კულტურის ცენტრი გაიხსნა

დღეს, ქუთაისში ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარებისა და დახელოვნების კულტურის ცენტრი“ გაიხსნა.

ახალი ორგანიზაცია საქველმოქმედო იქნება. როგორც მისი ხელმძღვანელი ხვიჩა სიმონია აცხადებს, შშმ პირების დასაქმებასა და ხელოვნების კუთხით გადამზადებას შეუწყობს ხელს.

„შშმ პირთა დახმარებისა და დახელოვნების ცენტრის“ გახსნას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო.
ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ აღნიშნულ ცენტრს ფართი  დროებით სარგებლობაში  გადასცა. ცენტრმა  ავტოქარხნის მუნიციპალიტეტში, ტერიტორიული ორგანოს ძველ შენობაში  დაიდო ბინა. 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი